“ირაკლი ბერაიას ცალყბა ბოდიში არაფერში მჭირდება. მოვითხოვ, დატოვოს თანამდებობა” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
“ირაკლი ბერაიას ცალყბა ბოდიში მე არაფერში მჭირდება. მე მოვითხოვ, რომ დატოვოს თანამდებობა იმიტომ, რომ ის არის კაცი, რომელსაც არ შეუძლია ემოციების კონტროლი და არ შეუძლია დაუკრეფავში გადასვლისგან თავის შეკავება”, – ამბობს თეონა აქუბარდია.
ბერაია აქუბარდიაზე: გრძელი, ყველგან ნამყოფი ენით ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს