ირაკლი ბერაიამ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან დისტანციური შეხვედრა გამართა

პარლამენტის საგარეო ურთიეთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, დურსუნ ჰასანოვს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, საპასუხოდ გატარებული ზომები, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროებში, ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ და აზერბაიჯანის ელჩმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ​

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა
შემდეგი სტატიაქართველ სამხედროებს ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვთ