ირაკლი ბერაია : „ჩვენი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამა გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში “

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამა გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში და მასში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით მუშაობას,- განაცხადა სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ბერაიამ.
ირაკლი ბერაიას თქმით, რომელიც გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელია ცენტრალური ხელისუფლებიდან, მთავრობა კვლავ გააგრძელებს პრინციპულ მუშაობას გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება კონკრეტულად გიგა ოთხოზორიას საკითხს, მე აქტიურად ვმუაობდი იმ თემაზე, რომ მისი მკვლელი იყოს დასჯილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მიზნით, აუცილებელია, პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი დაკავება, რაც იყო ჩვენი პრინციპული მოთხოვნის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩემს შემდეგ ვინც იქნება ჩართული ამ მოლაპარაკებებში, ის გააგრძლებს პრინციპულად მუშაობას იგივე საკითხზე, ვიდრე ეს საკითხი არ მოგვარდება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი და როგორც არის ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მიმართულებით“,- აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში “ქართულმა ოცნებამ” სამეგრელოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატია(VIDEO) შსს-ს თანამშრომლებმა, “მორფინის” უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს