ირაკლი ბერაია: თუ ვინმეს აქვს კითხვის ნიშნები, ვურჩევ იხელმძღვანელოს ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციით

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო იქცა ჩვენი ამერიკელი და დასავლელი პარტნიორებისთვის და მთლიანად მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ყველაზე სანდო და საიმედო, პროგნოზირებად საერთაშორისო პარტნიორად, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად. ეს ძალიან კარგად იცის ჩენმა საზოგადოებამ, ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა საერთაშორისოს პარტნიორებმა. ამაში ეჭვი არავის ეპარება და შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, ვურჩევ იხელმძღვანელოს ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციით“, -ასე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, დოკუმენტი „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რომელსაც ხელს 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, გაჯერებულია საქართვლოს შესახებ პოზიტიური და მხარდამჭერი ჩანაწერებით. საქართველო მოხსენიებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული მოკავშირე და საუბარია მის მხარდაჭერაზე და მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე.

„დოკუმენტი არის გაჯერებული საქართვლოს შესახებ პოზიტიური და მხარდამჭერი ჩანაწერებით. საქართველო მოხსენიებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული მოკავშირე, საუბარი არის მის მხარდაჭერაზე და მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. რაც შეეხება ერთ აბსოლუტურად მცდარ და საფუძველს მოკლებულ ჩანაწერს, აქ თავისთავად შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არ არის, და შესაბამისად, ეს მცდარი ჩანაწერი თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის ამ დოკუმენტში მითითებულ სხვა ჩანაწერებთან, ისევე როგორც მთლიანად მოდის წინააღმდეგობაში ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციასთან.

შეცდომებისგან არავინ არ არის დაზღვეული, შეიძლება მოხვდეს მსგავსი ჩანაწერი მსგავს დოკუმენტებში, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ქართულ- ამერიკული ურთიერთობები, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე და ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მის მიერ გატარებული რეფორმების მიმართ ნდობის მაღალი გამოხატულება და დადასტურება არის მზარდი სამხედრო დაფინანსება ყოველწლიურად და სხვადასხვა კანონებში გაკეთებული მხარდამჭერი ჩანაწერები, საქართველოს მხარდამჭერი აქტი, ისევე როგორც საქართველოსთვის უახლესი ანტი სატანკო შეიარაღების მოწოდება, ცეცხლსასროლი იარაღის მოწოდება და სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც არის უპრეცედენტოდ მაღალ და მზარდ ნიშნულზე“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია : საქართველოს მეგობრები და პარტნიორები შეშფოთებულები არიან, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში პუტინის პოზიციებს აძლიერებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: „დაბალი რანგის დოკუმენტებში ასეთი ფრაზები არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კორუფციის ხარჯზე მოპოვებული თანხის კონკრეტული ლობისტებისთვის გადახდის დამსახურება“