ირაკლი ბერაია: რუსეთის ნაბიჯები და ქმედებები დესტრუქციული და პროვოკაციულია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, რუსეთის ნაბიჯები და ქმედებები დესტრუქციულია. მან ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. როგორც ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქართველოს ამოცანა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით რუსეთზე ზეწოლის გაზრდაა.

„ზოგადად, რუსეთის ნაბიჯები არის პროვოკაციული, როგორც მისი განცხადებები და ქმედებები. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევითა და შემდგომი კონსოლიდაციის გზით. იმისთვის, რომ ოკუპანტმა და აგრესორმა სახელმწიფომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, საერთაშორისო სამართლით აღებული და ნაკისრი ვალდებულება. რუსეთის აგრესიული ქმედებები პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენი პარტნიორებისთვის, როგორც ევროპაში, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში, რაც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ევროატლანტიკის უსაფრთხოებას. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მთავარი მიზნებისა და ამოცანების გარშემო ერთობლივად ვმუშაობთ“, – განაცხადა ბერაიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიარუსეთთან ვერავითარი საზღვრის დადგენა ვერ მოხდება, სანამ მოსკოვს აფხაზეთი და ცხინვალი აქვს ოკუპირებული