ირაკლი ბერაია – ოპოზიციასთან გარკვეულ ვადებში შეთანხმება თუ ვერ მოხდება, არჩევნები ჩატარდება დღეს არსებული მოდელით

საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით თუ ოპოზიციასთან გარკვეულ ვადებში შეთანხმება ვერ მოხდება, მაშინ არჩევნები ჩატარდება იმ მოდელით, რაც მოდელიც დღეს არის ძალაში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აღნიშნა.

როგორც ბერაიამ განაცხადა, არსებობს რაციონალური პერიოდი, რა პერიოდიც საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისთვის, სწორედ ამიტომ საჭიროა გადაწყვეტილების მიღება დროულად მოხდეს.

„თუ იმ ვადებში, რა ვადებიც ახსენა პარლამენტის თავმჯდომარემ, გადაწყვეტილების მიღება და შეთანხმება ვერ მოხდება, თავისთავად, არჩევნები ჩატარდება იმ მოდელით, რა მოდელიც დღეს არის ძალაში. 100/50-ზე შევთავაზეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პროპორციულობის ხარისხი ჩვენ შეთავაზებაში არის გაზრდილი. თებერვალში უნდა მოხდეს ამაზე შეთანხმება“, – განაცხადა ბერაიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების ასახვას ყველაზე ცოტა სამი თვე სჭირდება.

banner
წინა სტატიაშითბილისი, ევროპის საუკეთესო ქალაქების სამეულში მოხვდა
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ამდრომდე შემორჩა საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე და დეკორაციები