ირაკლი ასაშვილი : ,,ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქების დაღუპვის ან დაშავების შესახებ არ მიგვიღია”

საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში ირაკლი ასაშვილი აცხადებს, რომ არანაირი ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქების დაღუპვის ან დაშავების შესახებ არ მიუღია.

როგორც თაიმერს-ს ირაკლი ასაშვილმა განუცხადა, საკონსულოში საქართველოს ბევრი მოქალაქის ზარი შევიდა.

„ბევრმა მოქალაქემ დარეკა, მათ შორის არიან ისინი, რომლებიც ათათურქის აეროპორტიდან ავიაკომპნია „ატლასჯეტის“ თვითმფრინავით უნდა გამოფრენილიყვნენ. ყველა მგზავრი ერთად არის და დაშავებული არავინაა“, – განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ ევაკუაციის დროს დაკარგა საბუთები.

„მათ პრობლემას მოვაგვარებთ და აღვუდგენთ დოკუმენტებს. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი შესაძლოა, ყოფილიყო ე.წ. ტრანზიტულ ზონაში, სადაც უსაფრთხო ზონაა და იქ დაშავებულები და დაღუპულები არ იქნებიან“, – აღნიშნა ასაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის მთავრობის განცხადებით, მათ ტერაქტის ორგანიზატორები იციან
შემდეგი სტატიაქედასა და შუახევში ოჯახები გარესამყაროს მოწყდა-აჭარა სტიქიას ებრძვის