ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებენ

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ხვალ გაათავისუფლებენ.

აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება. ანთაძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლების ფაქტებზე.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

banner
წინა სტატიაშიჟორჟოლიანი: მიშამ ძაან დამარწმუნა, რომ ახლა ბრძოლის მთავარი ხაზი არჩევნებზე გადის
შემდეგი სტატიაჭანკოტაძე: სააკაშვილთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ მომეხსნა კანდიდატურა