ირაკლი ანთაძე – ჩორჩანაში სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლის საკითხი არ განიხილება

region
ავტ.: region სექტემბერი 2, 2019 15:12

ირაკლი ანთაძე – ჩორჩანაში სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლის საკითხი არ განიხილება

ჩორჩანაში სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლის საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განუცხადა. ანთaძე ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრას ესწრება, რომელიც ტექნიკური ხასიათისაა.

„დღევანდელი ტექნიკური შეხვედრა წარმოადგენს რამდენიმე დღის წინ ჩორჩანაში გამართული ტექნიკური შეხვედრის გაგრძელებას. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და შენელდეს დაძაბულობა, რაც შეინიშნება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, რადგან ჩორჩანაშიც დავაფიქსირეთ და აქაც გვინდა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რომ აღნიშნული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო დაკომპლექტებულია სტანდარტული პირადი შემადგენლობით და მათ აქვთ სტანდარტული ეკიპირება. იგი არ შეიძლება, იყოს რაიმე საფრთხის შემცვლელი, პირიქით, მისი ამოცანა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფაა. ჩვენ გვსურს, ვისაუბროთ იმ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის გრადუსის დაწევას და უპირველეს ყოვლისა, საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე სოფლებში, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ ადგილზე აუცილებელია სტაბილური გარემოს შენარჩუნება, რომ აღნიშნული პოსტი უზრუნველყოს სიმშვიდეს და სტაბილურობას და რა თქმა უნდა, ის მდებარეობს ცალსახად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

აღნიშნული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლის საკითხი არ განიხილება და ეს არ არის დღის წესრიგში. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე დაძაბულობის გრადუსის დაწევას და ბოლოს მოუღებს იმ აჟიოტაჟს, რაც მუდმივ სტრესში ამყოფებს განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.

ჩვენ მოსული ვართ სასაუბროდ იმ ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს დეესკალაციას, გააჯანსაღებს გარემოს და ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქართული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლა არ არის დღის წესრიგში“, – განუცხადა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ​გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ახალგორის მოსახლეობის ნაწილი გააფრთხილეს, რომ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა იგეგმება.

„რაც შეეხება ახალგორთან დაკავშირებულ საკითხს, ვაპირებ შესაბამის შეხვედრის მონაწილეებს მივმართო ამ შეკითხვით, ვინაიდან გარკვეული პერიოდულობით და გამოგონილი მიზეზით ხდება ხოლმე ამგვარი ქმედებები, რაც უკანონოდ ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების უფლებას და არ უწყობს ხელს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას.

მივმართავ შესაბამის მონაწილეებს ამ კითხვებით, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში საჭიროა სიზუსტე და ინფორმაცია უნდა მივიღოთ უშუალოდ პირველწყაროსგან“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

region
ავტ.: region სექტემბერი 2, 2019 15:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics