ირაკლი ანთაძე: ბატონი ვაჟა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე

ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ამჟამად იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში. ყოველდღიულ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად და , რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ეს შედეგი, რისი მოწმენიც დღეს ჩვენ გავხდით. ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. ამ წუთას იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით უფრო მეტი დეტალის გაზიარების შევძლებთ-აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთიძე.

banner
წინა სტატიაშიექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ