ირაკლი ალასანიას განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხი მისთვის უინტერესოა

ირაკლი ალასანია

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხი მისთვის უინტერესოა. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, კოალიცია დაკავებულია იმით თუ ვინ იქნება ლიდერი და ვინ პირველი ნომერი, “თავისუფალი დემოკრატები” კი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრის გზით არიან დაკავებული.
“ჩემთვის ეს თემა უინტერესოა. ჩვენ გვაინტერესებს რაც აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს და მათი გადაჭრის გზები. კოალიცია დაკავებულია იმით თუ ვინ იქნება პირველი, მეორე, ვინ იქნება ლიდერი, რაც ჩვენ არ გვაინტერესებს და აქედან გამომდინარე, არანაირი პოზიცია არ გვაქვს. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ხალხს სჭირდება თანადგომა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებასთან კავშირი გაწყვიტა. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც საზოგადოებასთან კავშირში ვართ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ კავშირს კი არ გავწყვეტთ, არამედ უფრო ახლო და მჭიდრო გახდება”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში“ყველას ვალია, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების, მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს”- პრეზიდენტი პატრიარქზე
შემდეგი სტატია,,როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილიზაციის ფაზაში შედის, ბიზნესი უფრო დამშვიდებულია”