ირაკლი ალასანია: ,,თავისუფალ დემოკრატებს დიდი ძალა გვიერთდება”

ირაკლი ალასანიამ ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ნაძალადევის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი წევრები წარადგინა.

ახალგაზრდა ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’ სხვადასხვა უნივერსიტეტების თსუ-ს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის და საქართველოს უნივერსიტეტის ათეულობით სტუდენტი შემოუერთდა. წარდგენა ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში გაიმართა.

‘’თავისუფალ დემოკრატებს დიდი ძალა გვიერთდება. ჩვენ დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტების ათეულობით სტუდენტი შემოგვიერთდა. ეს ახალგაზრდები სწავლობენ ბიზნესის, საზოგადოებათმცოდნეობის, უცხო ენების, პედაგოგიურ და სხვა ფაკულტეტებზე. ყველა ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნისათვის დღეს უმნიშვნელოვანესია და ის განათლება, რომელსაც ეს ახალგაზრდები იღებენ უნდა იყოს სრულყოფილი, რათა მომავალში მათ სწორად მოახდინონ მიღებული განათლების გამოყენება ქვეყნის სასიკეთოდ. განათლება ‘’თავისუფალი დემოკრატებისათვის’’ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც პარტიის პლატფორმაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ძალა, რომელიც დღეს ჩვენ შემოგვიერთდა, უმთავრესი საყრდენია ქვეყნის უკეთესი მომავლის შენების საქმეში. ‘’თავისუფალი დემოკრატებისათვის’’ ახალგაზრდები, მათი პრობლემების გადაჭრა და მათთან ერთად მუშაობა უმთავრესი ამოცანაა. ჩვენ, ძლიერ ახალგაზრდებთან ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს’’,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიანაკლიაში პოლიციის უფროსი 23 წლის ახალგაზრდას დაეჯახა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს უმასპინძლა