ირაკლი ალასანია: ვიზიარებ პრემიერის ერთ ფრაზას – ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებული განცხადება შეაფასა და კვირიკაშვილს ერთ კონკრეტულ ფრაზაშიც დაეთანხმა.
“ვიზიარებ პრემიერის ერთ ფრაზას – ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს. პოლიტიკური რხევები არ უნდა ეხებოდეს ჯარს, ამის შესახებ მე ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროსაც ვსაუბრობდი“- განაცხადა თავადაცვის ყოფილმა მინისტრმა.

რაც შეეხება განცხადების სხვა მნიშვნელოვან მესიჯებს, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებით, პრემიერი საკუთარ სახლში – კოალიციაში წესრიგის დამყარებას ცდილობს.

” ის პრობლემები, რაც საზოგადოებას აქვს, პირდაპირ მოდის იქიდან, რომ მართველ.გუნდში არ არის ერთიანობა, არ არის საქმეზე ორიენტრიებული ქმედება. ბუნებირივია, პრემიერს სურს ამ ყველაფრის გამოსწორება. ქაოსია კოალიციშია, ეს მე არ მახარებს, რადგან ქაოსი პირდაპირ გადმოდის ქვეყანაშიც“-აღნიშნა ალასანიამ.

 

banner
წინა სტატიაში„რესპუბლიკური პარტია“ პრემიერ-მინისტრის განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი: პრემიერი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს