ირაკლი ალასანია სუს-ს ტერაქტის მზადების აღკვეთისთვის მადლობას უხდის

„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზეც პროკურატურა მაინც რჩება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ბერკეტად

ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა გამოავლინეს ამგვარი დანაშაული, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სუს-ის მიერ ტერაქტის მზადების აღკვეთის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი ალასანიამ მადლობა გადაუხადა სუს-ს და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს სერიოზული საბოტაჟი მზადდებოდა.

„მთავარია კითხვებს გავცეთ პასუხი. თუ ვინ იყო ამ დანაშაულის უკან. იმ წამსვე გამახსენდა ყირიმში მომხდარი ფაქტი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს სამალავი, მზადდებოდა ტერორისტული აქტები და ძალიან ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით, ეს იყო ერთგვარი წინასწარი მზადება საკუთარი აგრესიული ნაბიჯების გასამართლებლად. აქაც ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმას, თუ რა მოხდა. არ მივცეთ არავის უფლება, საქართველოს დააბრალოს ან უუნარობა, ან საკუთარი სუვერენიტეტის ვერკონტროლი. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ მთელი სპეცსამსახურები უნდა იყოს გადართული, რათა გამოავლინონ შემკვეთი, გამოავლინონ ის, თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან”, – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ასეთ თემაზე წინასწარი სპეკულაციები ძალიან ცუდია.

„გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი კითხვებზე. ამას დრო დასჭირდება, საზოგადოება მოთმინებით უნდა შეხვდეს. მე, როგორც ადამიანი, ვინც ვმუშაობდი უშიშროების სამინისტროში, ვიყავი მინისტრის პირველი მოადგილე და ვკურირებდი ტერორიზმს, ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას სჭირდება დრო. მთავარია, რომ აღკვეთილია დანაშაული. ახლა უნდა დავადგინოთ რა მიზნები ჰქონდა მოწინააღმდეგეს. ეს ბუნებრივია, არ არის აქტი, რომელიც, ლოკალურად, ჩემი წარმოდგენით, რაღაც გარკვეული, ორგანიზებული ჯგუფის თავში თავისთავად მოვიდოდა. ეს არის მიზანმიმართული, გარკვეულ ამოცანას ემსახურება, რომელიც ხელყოფს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას”, – აღნიშნა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი: მედია და საზოგადოება ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობა ნუ მიანიჭებთ
შემდეგი სტატია“არასდროს დავუშვებთ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება დაბრუნდეს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს”