ირაკლი ალასანია: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად ემზადება სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დაცვისთვის

ირაკლი ალასანია

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია თვლის, რომ აუცილებელია, კონტრტერორისტული ცენტრი სასწრაფოდ გარდაიქმნას იმ სტრუქტურად, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია.

“ევროპაში და მსოფლიოში ძალიან დაიძაბა ვითარება, ტერორიზმის საფრთხეები არის ძალიან ამაღლებული, იმიტომ რომ თვითონ “ისლამური სახელმწიფოს” ადგილზე – ერაყსა და სირიაში სერიოზული დაბომბვების შედეგად, პრაქტიკულად, ეზღუდება სამოქმედო არეალი. როგორც ჩანს, მათ გადაიტანეს ეს ბრძოლა უკვე ევროპის შუაგულში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც საშუალება ექნებათ, რომ სამიზნეები აირჩიონ. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების პირველი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები და პრეზიდენტები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სასწრაფოდ გარდაიქმნას კონტრტერორისტული ცენტრი იმ სტრუქტურად, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია, რომელიც განაწილებული იქნება სამართალდამცავ სტრუქტურებში და რაც მთავარია ამისთვის გამოყოფილი იქნება შესაბამისი ასიგნებები. დღევანდელი მდგომარეობა არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით. ამიტომაც “თავისუფალი დემოკრატები” გამოვედით ინიციატივით გაიზარდოს დაფინანსება, მოხდეს აღჭურვა, ასევე ოპერატიული საშუალებების შეძენა და რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად ემზადება სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დაცვისთვის”, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ ამ საკითხების განსახილველად სწორი ადგილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტია.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო
შემდეგი სტატიარუსეთის თავდაცვის უწყებამ თურქეთის საზღვართან რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება დაადასტურა