ირაკლი ალასანია: სახელმწიფოს თავისი ფუნქციები და მოვალეობები აქვს, ეკლესიას კი – თავისი

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

ხელისუფლებას, სახელმწიფოს თავისი ფუნქციები და მოვალეობები აქვს, ეკლესიას კი – თავისი, – ასე გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ჟურნალისტებთან საუბარში პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების საკითხს.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, “თავისუფალი დემოკრატები” ეკლესიის დამოუკიდებლობას დაიცავენ იმ შემთხვევაში, “თუ არ ჩავრთავთ საერო და სახელმწიფოებრივ საქმეებში”.
მისივე განმარტებით, საპატრიარქოს განმარტების შემდეგ ვერ წარმოუდგენია, რომ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადაიდგას.
რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ შეაფასებს ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერის, სასჯელაღსრლების მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებებს, ალასანიას უკვირს, რომ “მათ ეს თემა ასე აიტაცეს”.
“ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ ესმის არც ერის და არც ბერის. საპატრიარქომ ძალიან კარგად განმარტა საკუთარი პოზიცია და ეს პოზიცია ისეთივე სახელმწიფოებრივია, როგორიც ყოველთვის აქვს ქვეყნის პატრიარქს. ხელისუფლებას და სახელმწიფოს თავისი ფუნქციები და მოვალეობები აქვს, ეკლესიას – თავისი ფუნქციები და მოვალეობები და ჩვენ დავიცავთ ეკლესიას და მის დამოუკიდებლობას იმ შემთხვევაში, თუ არ ჩავრთავთ საერო და სახელმწიფოებრივ საქმეებში. ეს ძალიან კარგად ესმის ეკლესიას და პატრიარქსაც და მე უბრალოდ გამიკვირდა, რომ პრემიერმა და “ქართული ოცნების” რიგმა ხელმძღვანელობამ ეს საკითხი ასე უსაფუძვლოდ აიტაცეს. მათი რეაქციით დადასტურდა, რომ მათ არც ხალხის და არც ერის და ბერის არ ესმით”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: ბიუჯეტში საკმარისი თანხაა იმისათვის, რომ 1 იანვრიდან პენსია 50 ლარით გაიზარდოს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ლევან მურუსიძეს საკუთარი პოზიციის გადახედვას ურჩევს