ირაკლი ალასანია პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს მიმართავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროში აქტიური მუშაობა მიდის იმისათვის, რომ ჯარისკაცებმა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხმის მიცემა ვეღარ შეძლონ.

„პრემიერ-მინისტრსაც და თავდაცვის მინისტრს მოვთხოვ, რომ აღკვეთონ ასეთი მცდელობა. არ ვამბობ, რომ ეს მოდის პირველი პირებიდან, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც სურს თავის გამოჩენა ან საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების თავს მოხვევა და ეს კატეგორიულად უნდა აიკრძალოს. ჩვენი მონაპოვარი, რომ თავდაცვის უწყება იყოს დეპოლიტიზირებული, შეიძლება, ქარს გაატანონ და დაიწყონ ისევ მითითებების გაცემა ჯარისკაცებზე სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერაზე,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში“წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს საკითხი წამოიწეოდა” – ნანუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საქართველომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარებისთვის