ირაკლი ალასანია ფარულ კადრებზე კომენტარს აკეთებს

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ გაწევრიანდებიან

ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასიანია გამოეხმაურა.

„ჩვენ ქვეყანაში აშკარად პიკში შევიდა დაპირისპირება ბნელ, წარსულ , 90-იანების მენტალიტეტში ჩარჩენილ საზოგადოების ნაწილსა და პროგრესულ საქართველოს შორის. საზოგადოების პოლარიზაციისთვის იყენებენ საარჩევნო სივრცეს. მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ დროს, რომ ესეთი რამე ეკადროს ხელისუფლებაში მყოფ ძალას.სპეცსამსახურები პოლიტიკურ ოპოზიციას და ჟურნალისტებს ასეთი ჩანაწერებით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მე არ მახსენდება, რომ ასეთი ვიდეოჩანაწერები მასიური მოხმარებისთვის გამოეტანათ. 2012 წელს მოსული ხელისუფლება სრულიად უუნარო აღმოჩნდა იმ მთავარი დაპირების შესრულებაში, რასაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ჰქვია.“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

https://youtu.be/v_54h1qHZz8

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) პირველი ლედის ემოციური განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-კადრებზე
შემდეგი სტატია„არ უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობდა სისტემა, რომელმაც დანერგა ტერორის და ზეწოლის ეს ფორმა“