ირაკლი ალასანია პარტიის გენერალურ მდივან ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმას მკვლელობის მცდელობად აფასებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის გენერალურ მდივან ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმას მკვლელობის მცდელობად აფასებს.

ამის შესახებ მან „ტელეიმედის“ გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა და გამოძიების სწრაფად დასრულების იმედი გამოთქვა.

„სხვანაირად ვერ შევაფასებ, გარდა იმისა, რომ ეს მკვლელობის მცდელობა იყო. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბუკა პეტრიაშვილს ისე აქვს ნაცხოვრები, რომ მას ასე, საფლავის ქვის უკან დამალული და ჩასაფრებული ადამიანები ვერ მოკლავენ. მას თავი ქვეყნის სიყვარულისთვის აქვს გადადებული“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ალექსი პეტრიაშვილი საერთო საქმის კეთებას ჩვეულ რეჟიმში მალე განაგრძობს.

„ის, ვინც ეს დანაშული ლაჩრულად ჩაიდინა, ვერც სირცხვილს და ვერც მართლმსაჯულებას გაექცევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება სწრაფად გავა ბოლომდე და ამ საზარელი დანაშულის ჩამდენს აღმოაჩენს. საქართველოში ასეთი კრიმინოგენული სიტუაცია დიდი ხანია არ ყოფილა და აუცილებელია, საზოგადოება დავფიქრდეთ, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ“, – აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, სამართალდამცავ სტრუქტურებს ახლა ველაზე მეტად მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა მოზღვავებულ ორგანიზებულ დანაშაულს გაუმკლავდნენ.

https://youtu.be/qVweSD103bg

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძემ რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა
შემდეგი სტატიაღურწკაია მხოლოდ შუამავალია და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მას სანდრო ბრეგაძემ სუს-ის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის დავალებით გადასცა