ირაკლი ალასანია: მშვიდობა თუ გვინდა, მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის ნებისმიერ მომენტში

ჩვენი მოვალეობაა მოვეფეროთ, შევინახოთ ჩვენი გმირების ოჯახები და ჩვენს ჯარს შევუძინოთ თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა , რომ თუკი ვინმე თავს დაესხმება საქართველოს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა,- ამის შესახებ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

„ჩვენ გვახსოვს 2008 წელს რა აკლდა ჩვენს ჯარს და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ შეიარაღება, მათ გმირულად გაწიეს წინააღმდეგობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყანას გავაერთიანებთ, გავამთლიანებთ არა ომით, არამედ მშვიდობით, მაგრამ მშვიდობა თუ გვინდა, მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის ნებისმიერ მომენტში”,- აღნიშნა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს
შემდეგი სტატია“ბრძოლა გაგრძლედება, ვიდრე არ დავამტკიცებთ საერთაშორისო დონეზე, რომ აგვისტოში მომხდა ეთნიკური წმენდა, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა”