ირაკლი ალასანია მოსახლეობას მოუწოდებს ხელი მოაწერონ “კაბელების საქმეზე” დაკავებულთა გათავისუფლების პეტიციას

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით “თავუსუფალი დემოკრატების” ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს. 22 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება “კაბელების საქმეზე” მსჯავრდებული პირების კონსტიტიციური სარჩელის განხილვა. პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნაზე დაწყებული ხელმოწერების შეგროვებაზე ისაუბრა.

“ათეულ ათასობით მოქალაქემ ხელი უკვე მოაწერა პეტიციას მსჯავრდებულთა გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ მოქალაქეებს. ხელმოწერის შეგროვება დღესაც გრძელდება საქართველოს ყველა რეგიონში. მოვუწოდებ ყველას, დაირაზმეთ და ხელი მოაწერეთ ხუთი უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლების შესახებ პეტიციას”,- განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, მალე, როდესაც პეტიციას უფრო მეტი ხელმომწერი ეყოლება, “თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტს მიმართავენ.

“მე და ჩემი პარტიის ლიდერები ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს. ამ საქმის მიმართ არის უდიდესი და განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენ გვინდა, რომ ტყვედ აყვანილმა ჩვენმა სამხედროებმა და ზოგადად ყველა სამართალდამცავმა იცოდეს, რომ ჩვენ მათ არასდროს არ მივატოვებთ, გამოვიყენებთ ყველა რესურს, რომ ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს”, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: კობა ლურსმანაშვილს აქვს ის კვალიფიკაცია, რომელიც საჭიროა პარლამენტში მუშაობისთვის
შემდეგი სტატია(video) მედვედევმა პუტინი „გააბანძა“