ირაკლი ალასანია: მჯერა, დავიწყებთ მოლაპარაკებას აფხაზებთან, ოსებთან და გავამთლიანებთ ჩვენს დაჩეხილ სხეულს

“თავისუფალი დემოკრატების’ გორის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ გორში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ მებრძოლთა მემომრიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, 27 სექტემბერი ყველა ადამიანს უნდა ახსოვდეს.

“27 სექტემბერი არის დღე სოხუმის მცველების. დღე ჩვენი ძმების და დების, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნა დამოუკიდებლობა. ჩვენი ვალია, მათ ოჯახებს მოვუაროთ. რაც დაგვიტოვეს, მათ მოვუაროთ და რაც მთავარია, ის საქმე გავაგრძელოთ, რისთვისაც თავი გაწირეს. მჯერა, რომ ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას აფხაზებთან, ოსებთან და გავამთლიანებთ ჩვენს დაჩეხილ სხეულს. ეს არის გარდაუვალი. მთავრია, ჩვენ შევინარჩუნოთ ის სიმტკიცე და გაუტეხელობა, რისი მაგალითიც მოგვცეს ჩვენმა გმირებმა, რომლებმაც თავი შესწირეს ჩენს ქვეყანას”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაშსს-მ შენობის დაზიანების ფაქტზე 2 პირი ამხილა