ირაკლი ალასანია: ხელისუფლება მიზნად ისახავს მოამზადონ სასამართლოები საარჩევნო დავებისთვის

ირაკლი ალასანია

ხელისუფლება მიზანდ ისახავს, სასამართლოები საარჩევნო დავებისთვის მოამზადონ-ამის შესახებ განცხადება, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, “ადვოკატთა ასოციაციაში” გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მან იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დაშლისთვის სამართლებრივი გზების გამოსაკვეთად გამართულ შეხვედრაში მიიღპ მონაწილეობა.”თავისუფალი დემოკრატები” საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან.

„აქ პოლიტიკურ ალიანსზე არანაირი საუბარი არ არის, პოლიტიკური ვალდებულება არავის აუღია. აქ ვართ უბრალოდ შეწუხებული მოქალაქეები, რომელსაც გვინდა, რომ ის პროცესები, საითკენაც მიყავს ხელისუფლებას, შევაჩეროთ. დასახვეწია კანონმდებლობა და ცვლილებები იქნება აუცილებელი. იყო სხვა წინადადებებიც, რომელზეც სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს და ამ ჯგუფში ჩვენი წარმომადგენელიც არის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლება მიზნად ისახავს მოამზადონ სასამართლოები საარჩევნო დავებისთვის და საქმე იქეთ წაიყვანონ, რომ არჩევნებში, რომელშიც მათ წარმატების საფუძველი არ აქვთ, ამ ადმინისტრაციული სასამართლოების გზით, მათთვის სასურველი შედეგი მიიღონ,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია.

banner
წინა სტატიაშირუსებმა თურქების მიერ ტერორისტებისგან ნავთობის ყიდვის ვიდეო გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატიაგიორგი ოქროპირიძეს 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა