ირაკლი ალასანია: „კაბელების საქმე“ ძალიან დიდი და სამარცხვინო ლაქაა საქართველოს მართლმსაჯულებისთვის

„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზეც პროკურატურა მაინც რჩება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ბერკეტად

უდანაშაულო, პატრიოტი ადამიანების პატიმრობის ყოველი დღე, ეს არის ოჯახებისთვის, ჩვენთვის და ყველასთვის ტრაგედია, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც ე.წ. კაბელების საქმის განხილვა გრძელდება.

„ეს არის ძალიან დიდი, სამარცხვინო ლაქა საქართველოს მართლმსაჯულებისთვის. ჩვენ ერთადერთი რამ გვინდა – სასამართლომ ობიექტურად განიხილოს ეს საკითხი და არ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც წინასასამართლომ და გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება”,- აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა ლიდერმა.

თბილისის სააპელაციო სასასამართლოში კაბელების საქმის განხილვა გრძელდება. სხდომა დღეს დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გრძელდება. საქმის განხილვას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერები ესწრებიან

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი: მყისიერად პარლამენტის გადმოტანის საკითხის დაყენება უგუნურობა იქნება