ირაკლი ალასანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურისიძის არჩევის ფაქტს უარყოფითად აფასებს.

ირაკლი ალასანიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც ლევან მურუსიძეს მხარი დაუჭირეს, თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

“ეს გადაწყვეტილება ასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას, რომლისთვისაც 2012 წელს “ქართული ოცნების” კოალიციასთან ერთად, ხელისუფლება შევცვალეთ. ჩვენმა ფრაქციამ პარლამენტში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის საბჭოს იმ წევრების არჩევაში, რომლებმაც დღეს, სამწუხაროდ, მურუსიძის კანდიდატურას ხმა მისცეს. პირველ რიგში, მინდა სრულად გავემიჯნო ამ არჩეული ადამიანების გადაწყვეტილებას. მოვუწოდებ მათ, დატოვონ საკუთარი თანამდებობა. მათ არ აქვთ მორალური უფლება, გააგრძელონ ის მოღვაწეობა, რისთვისაც ჩვენ ისინი ავირჩიეთ – გაეგრძელებინათ სწორი, სამართლიანი რეფორმები სასამართლო სისტემაში”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მრჩეველს გიორგი ინწკირველს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე: პრეზიდენტის განცხადება არის ზეწოლა სასამართლოზე