ირაკლი ალასანია: ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობა ძალიან ხანმოკლე იქნება

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობა ძალიან ხანმოკლე იქნება.

“შოთაძის კანდიდატურის შერჩევამ ცხადყო, რომ მთელი ეს პროცესი, რომელიც შეიძლებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის წარმატება ყოფილიყო, აღმოჩნდა, რომ ყოფილა ფარსი. დაახლოებით ერთი წლის წინ მაქვს ნათქვამი, რომ ეს თანამდებობა შეპირებული იყო სწორედ შოთაძისთვის. თავისი პოლიტიკური ერთგულების და იმის გამო, რომ მან ისევე როგორც ადეიშვილის დროს იყო, პროკურატურა აქცია პოლიტიკურ იარაღად. ეს ძალიან სამწუხაროა. კოლოსალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ეს ყოფილიყო წარმატებული რეფორმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელიდან გაუშვეს. მაგრამ, არა უშავს. მე მინდა, დავპირდე ყველას, ვინც დღეს გადაწყვეტილებას იღებს, რომ ეს გადაწყვეტილებები უეჭველი შეიცვლება ერთი წლის თავზე”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის უწყებამ თურქეთის საზღვართან რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება დაადასტურა
შემდეგი სტატიათემო მურვანიძე არ გამორიცხავს, რომ ISIS-ის ქართულენოვანი ვიდეოს კვალი სააკაშვილამდე მივიდეს