ირაკლი ალასანია: გვაქვს ამბიცია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებას მივაღწიოთ

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

გვაქვს ამბიცია, რომ კრწანისის რაიონშიც და თბილისშიც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებას მივაღწიოთ, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ყრილობის დაწყებისას განაცხადა.
ირაკლი ალასანიას თქმით, საზოგადოების მხრიდან პარტიის მხარდაჭერა ძლიერდება.
“ჩვენ გვაქვს საუბარი იმ სირთულეებზე, რა ვითარებაშიც საზოგადოება აღმოჩნდა ეკონომიკური პრესის პირობებში. როგორ გამოვასწოროთ მათი მდგომარეობა და როგორ შევუქმნათ პირობები, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი თავის, ნიჭის შესაბამისად იპოვოს სამუშაო და შეინახოს ოჯახი”, – განაცხადა ალასანიამ.
პარტიის ყრილობა დღეს სასტუმრო “ამბასადორში” გაიმართა და დღეს “თავისუფალმა დემოკრატებმა” კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხათუნა ჯიხვაძე აირჩიეს.
ჯიხვაძის თქმით, კრწანისის რაიონული ორგანიზაციის რეფორმირება უკვე დასრულებულია.
“ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას, ჩვენ ვხვდებით ახალგაზრდებს, ლტოლვილებს, ვეცნობით მათ პრობლემებს და ვცდილობთ დავეხმაროთ მათ ამ პრობლემების აღმოფხვრაში. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში მათ გვერდში დავუდგებით და ყველანაირად კრწანისელების გვერდით ვიქნებით”, – განაცხადა ხათუნა ჯიხვაძემ.
როგორც დღეს პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი, კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ყრილობით, თბილისის მასშტაბით ყრილობების სერია დასრულებულია. პარტიის ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, მომავალი წლის დასაწყისში პარტია თბილისში ყრილობას გამართავს.

banner
წინა სტატიაშითბილისის გარეუბნების უმეტეს ნაწილში საახალწლო განათებები წელს არ დამონტაჟდება
შემდეგი სტატიაშს მინისტრმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა