ირაკლი ალასანია: გიორგი კვირიკაშვილი უფრო შეგნებული ადამიანია და ამჩატებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

გიორგი კვირიკაშვილი უფრო შეგნებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ამჩატებულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი ალასანიას თქმით, ამ გარდამავალ ეტაპზე, მთავარი არის, რომ გიორგი კვირიკაშვილმა შემდეგ არჩევნებამდე ქვეყანა სტაბილურად მიიყვანოს.
“სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ისევ ერთი ადამიანი იღებს ყველაფერზე გადაწყვეტილებებს. ბუნებრივია, ეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია. რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას, ის ბუნებრივია, უფრო შეგნებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ამჩატებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მთავარი ამოცანა გარდამავალ ეტაპზე არის ის, რომ კვირიკაშვილმა მიიყვანოს შემდეგ არჩევნებამდე სტაბილურად ქვეყანა. ამ კუთხით მე ვხედავ შესაძლებლობას, რომ შემდეგი არჩევნები სტაბილურ გარემოში ჩატარდება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ექნება მარტივი გადაწყვეტილება მისაღები – დაუჯეროს ერთ მოქალაქეს თუ დაუჯეროს ხალხს.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ხადური თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი პატრიარქს აღსაყდრებიდან 38 წლისთავს ულოცავს