ირაკლი ალასანია: გერმანია-საქართველო-რუსეთის ფორმატი იქნება ის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ავამოქმედებთ

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

გერმანია-საქართველო-რუსეთის ფორმატი იქნება ის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ავამოქმედებთ და გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინ წასაწევად , – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, იმისათვის, რომ საქართველო უფრო დაცული ქვეყანა გახდეს, კარგი იქნება გერმანიის, როგორც ძლიერი ევროპული ქვეყნის გამოყენება.
“დღეს მსოფლიოში ცვალებადი უსაფრთხოების გარემოა. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ხედვაზე, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, რომ უფრო დაცული იყოს. ამ კუთხით, ერთ-ერთი ელემენტია რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების ფორმატში, გერმანიის, ძლიერი ევროპული სახელმწიფოს გამოყენება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, მათი აღნიშნული ინიციატივა სიახლეს არ წარმოადგენს და თემაზე მოლაპარაკებები 5 წლის წინაც მიმდინარეობდა.
“ეს არ არის ახალი და მე თანმიმდევრული ვარ ამ იდეის გაჟღერების კუთხით. ჯერ კიდევ 5 წლის წინ ღიად გავაჟღერე, რომ გამოსაყენებელია ეს ფორმატი. როდესაც მე გაეროში ვიყავი ელჩი, მქონდა ამ კუთხით კონსულტაცია როგორც გერმანულ ასევე რუსულ მხარესთან. საუბარი მქონდა ასევე ომის შემდეგაც როგორც ოპოზიციიდან ასევე ხელისუფლებიდან. გერმანული მხრიდან შემხვედრი პოლიტიკური ნება დაფიქსირებული იქნა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებით, პარტიას აქვს რესურსი, ადამიანური კაპიტალი და ურთიერთობები საიმისოდ გამოიყენოს, რომ აღნიშნული ფორმატი ამოქმედდეს.
“გერმანიას აქვს უნიკალური შანსი, რომ პოზიტიური როლი შეასრულოს. ეს ახალი ამოქმედებული ფორმატი რომელიც სამომავლოდ ვფიქრობ, რომ ეფექტური იქნება, არ ნიშნავს, რომ უნდა შეიცვალოს ჟენევის ფორმატი.
გერმანია-საქართველო-რუსეთის ფორმატი იქნება ის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ავამოქმედებთ და გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინ წასაწევად”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე მუშაობა შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით განცხადება მიიღო