ირაკლი ალასანია: ეს შეთავაზება არაკომპეტენტური ჯგუფების მიერ არის მომზადებული

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, აღნიშნული შეთავაზება არაკომპეტენტური ჯგუფის მიერ არის მომზადებული:

„პრეზიდენტი და პრემიერი როდესაც ესეთ გამოცხადებას აკეთებს, მათმა აპარატებმა ბევრად უკეთესი სამუშაო უნდა ჩაატარონ და ეს სამართლებრივი უხერხულობა არ შეექმნათ არც პრეზიდენტისთვის და არც პრემიერისთვის, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ არის არაკომპეტენტური გუნდის მიერ მომზადებული ეს შეთავაზება. თავისთავად მე მივესალმები, რომ რაც შეიძლება ადრე იყოს გამოცხადებული არჩევნების თარიღი და პრეზიდენტიც და პრემიერიც ამ შეთხვევაში მართლები არიან,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
შემდეგი სტატიაფარული ჩანაწერების საქმეზე ძებნილი გიგლა შიოშვილი პროკურატურას ჩაბარდა