ირაკლი ალასანია: ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის

”თავისუფალი დემკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

“გაუგონარი მასშტაბის უსამართლობა ჩაიდინეს თბილისის მერიამ და ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თვალი დაადგეს და პრაქტიკულად მიისაკუთრეს საზოგადოების საკუთრება[ბოტანიკური ბაღის ნაწილი და მისი მიმდებარე ტერიტორია]. საკანონმდებლო დონეზეც და სხვა დონეზეც უნდა იყოს ეს განხილული. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით პროცესში, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობას პროტესტს დააფიქსირებინებს. ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის. ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ყველამ, მათ შორის არაფორმალურმა მმართველმა ივანიშვილმა, პატივი უნდა სცეს ხალხის აზრს. ”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგივი კუბლაშვილი: კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, პანორამა თბილისთან კავშირში არ არის
შემდეგი სტატიაოპოზიცია მმართველი გუნდის და პრეზიდენტის ახალ დაპირისპირებაზე საუბრობს