ირაკლი ალასანია: დღეს მომხდარი ტერაქტები გვაჩვენებს თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

დღეს მომხდარი ტერორისტული აქტები გვაჩვენებს თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ კიდევ უფრო მეტი რესურსი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ ქართული სადაზვერვო სამსახურები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და პრევენცია გაუკეთონ ასეთ საფრთხეებს.

“ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო. დღეს მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას თუ რა მნიშვნელოვანია, გვქონდეს გამართული და ძლიერი სადაზვერვო სამსახურები, იმისთვის, რომ მოვიპოვოთ დროულად ინფორმაცია და პრევენცია გავუკეთოთ ასეთ ტერორისტულ აქტებს. კიდევ ერთხელ მე სამძიმარს ვუცხადებ ევროპელ მეგობრებს ასეთ მძიმე დღეს და მინდა ხაზი გავუსვა, საქართველომაც, ჩვენმა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი რესურსი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ ჩვენი სადაზვერვო სამსახურები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და პრევენცია გაუკეთონ ასეთ საფრთხეებს”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიინტერნეტში ბრიუსელის მეტროდან მგზავრების ევაკუაციის კადრები გავრცელდა
შემდეგი სტატია(video)ზემფირამ გინებით მოითხოვა უკრაინის დროშის გატანა