ირაკლი ალასანია დღეს გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარს არ აკეთებს

„ფარულ ჩანაწერების შინაარს არანაირ კომენტარს არ გავუკეთებ, მივდივართ არჩევნებისკენ, ხალხს აქვს არჩევანი გასაკეთებელი რეალობას, წარსულს და მომავალს შორის”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

ალასანიას თქმით, “თავისუფალი დემოკრატები“ ქვეყნის მომავალია და სწორედ ამ გუნდს აქვს გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი.

“„ქართული ოცნება“ არის რეალობა, რომელიც ყველას გვინდა რომ არ შენარჩუნდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული, რომელშიც დაბრუნებაც არავის გვინდა, მომავალი კი ვართ „თავისუფალი დემოკრატები“ და ვფიქრობ, ყველაზე დიდი შანსი გვაქვს გამარჯვების. ჩვენ როგორც ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ყველანაირ პროვოკაციას დავუპირისპირდებით“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: მთავარია, მშვიდი საარჩევნო გარემო ყველას ინტერესში შედიოდეს
შემდეგი სტატიაიან კელი: თუ ეს დანაკლისი შეივსება ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის