ირაკლი ალასანია: დათა ახალაიაზე ინტერპოლის გადაწყვეტილებაში პროკურატურის არაპროფესიონალიზმი იკვეთება

ირაკლი ალასანია

დათა ახალაიასთან დაკავშირებით ინტერპოლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პროკურატურის არაპროფესიონალიზმი იკვეთება, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ინტერპოლის გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია წითელი ცირკულარით აღარ იძებნება.
“ეს არის ევროპელების და საერთაშორისო სამართალდამცავი სტრუქტურების გადაწყვეტილება. ქართულ პროკურატურას შესაბამისი არგუმენტაცია უნდა მიეცა საერთაშორისო პოლიციისთვის. აქ იკვეთება პროკურატურის არაპროფესიონალიზმი”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
დათა ახალაიას მიმართ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაში”წარმოუდგენელი იყო, რომ დადგებოდა დრო, როცა ახალაია პოლიტდევნილი, იდეისთვის ტანჯული ადამიანი იქნებოდა”
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავა