ირაკლი ალასანია: ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ საკუთარ სამშობლოს

ირაკლი ალასანია

ჩვენს მტერს ყოველთვის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სამშობლოს სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს თითოეულ მოქალაქეს, თუ რამდენად დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ ის, რისთვისაც ეს ბიჭები სოხუმში მიდიოდნენ გავაგრძელოთ და შევასრულოთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ისეთ სახელმწიფოდ, რომ მტერს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ საკუთარ სამშობლოს. ასე იყო წლების განმავლობაში , ასე იქნება მომავალშიც და ეს გმირები გვაძლევენ ამის მაგალითს”, – განაცხადა ალასანიამ.
სამების საკათედრო ტაძარში 10 ნეშტია დასვენებული. მათ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: სწორედ ამ გმირებზე დგას სახელმწიფო
შემდეგი სტატიარა დავალება მისცა „ოცნებამ“ „გირჩს“ – ვერსია, რომელზეც კულუარებში ლაპარაკობენ