ირაკლი ალასანია: ჩვენ საარჩევნო პლატფორმაში გვექნება, რომ თუ ვინმე ფარულ ჩანაწერს გააკეთებს, პასუხს აგებს

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ გაწევრიანდებიან

წინასაარჩევნო კამპანიაში ჩვენ პლატფორმაში ნათლად გვექნება განსაზღვრული, რომ ფარული ჩანაწერები არ უნდა გაკეთდეს და თუ ვინმე ამგვარ ჩანაწერს გააკეთებს, სამართლის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი , – ასე გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია კამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

“ძალიან მადლიერი ვარ ამ ორგანიზაციების, რომლებმაც ასეთი კამპანია წამოიწყეს, რაც ის ამაზრზენი პოლიტიკური თავდასხმები განხორციელდა “თავისუფალი დემოკრატების” მიმართ, ჩვენ გვქონდა უკვე ერთი შეხვედრა. პრინციპულ საკითხებზე ვთანხმდებით, უნდა არსებობდეს ანგარიშვალდებულები, უნდა არსებობდეს საპარლამენტო ზედამხედველობა სპეცსამსახურებზე და საკანონმდებლო ინიციატივა არის მოსამზადებელი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატები” მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ამ ყველაფერში ჩაერთვებიან. თუმცა ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ყველაფრის შეცვლა მაშინ მოხდება, როცა ხელისუფლებაში ამგვარი პოლიტიკური ნების მქონე ძალა მოვა.

“ეს შენ გეხებაში” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს პოლიტიკური პარტია “გირჩის” წარმომადგენლებს ხვდებიან.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავა
შემდეგი სტატიაგანმუხურში მოსახლეობის ნაწილმა ზღვისპირა ბულვარის გაყიდვის მხარდამჭერი აქცია გამართა