ირაკლი ალასანია: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაციის მიღების იმედი

დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად განხორციელდება ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის და „თავისუფალი დემოკრატები“ ისევე როგორც წინათ, დიდ წვლილს შევიტანთ ამაში, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღებული გადაწყვეტილება, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათთვისაც ცუდი მოულოდნელობა იყო.

„ყველასთვის ეს იყო ცუდი მოულოდნელობა, რომ გაიჭიმებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის და გამარტივებული ვიზის რეჟიმის მიცემა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ჩვენ იმედი, ეს ნამდვილად მოხდება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეს ამ ეტაპზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერის შემდეგ ეს აუცილებლად განხორციელდება და „თავისუფალი დემოკრატები“, ისევე როგორც წინათ, დიდ წვლილს შევიტანთ ამაში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ნიკანორ მელიას საზოგადოების მოტყუება არ გამოუვიდა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემი სახელის კორცხელთან დაკავშირება არ გამოუვა