ირაკლი ალასანია: ალექსი არ არის ის კაცი და არ უცხოვრია ისე, რომ საფლავის ქვის უკან დამალულმა ნაძირალამ მოკლას

ირაკლი ალასანია

„ალექსი არ არის ის კაცი და არ უცხოვრია ისე, რომ საფლავის ქვის უკან დამალულმა ნაძირალამ მოკლას,“-ეს განცხადება გვიან ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში პეტრიაშვილის სანახავად მისულმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმით საზოგადოებაც და პოლიტიკოსებიც უნდა დაელოდონ გამოძიებას და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბრონ დანაშაულის მოტივებზე. როგორც ალასანია განმარტავს მას სჯერა, რომ შსს ყველაფერს გააკეთებს ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის გამოსაძიებლად.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საბურთალოს სასაფლაოზე თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიტყიბულელი მეშახტეები მეთოთხმეტე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ
შემდეგი სტატიასხვისი კუთვნილი 7 000 დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს