ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს

რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს.

საჯარო რეესტრს განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ მიმართა.

მათივე ინფორმაციით, რეგისტრაციის შეჩერების მიზეზი წესდების დარღვევით ჩატარებული განმეორებითი საერთო კრებაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვალს ჩაშლილი საერთო კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო: თეთრუაშვილის PCR ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაქუთაისში საფლავიდან ნაძვის ხის სათამაშოები მოიპარეს