ირაკლი აბსანძის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

ირაკლი აბსანძის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

ირაკლი აბსანძის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანათბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატის არგუმენტები გაიზიარა და ჟურნალ „ლიბერალის“ პოლიტიკის განყოფილების რედაქტორ ირაკლი აბსანძის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ჟურნალ „ლიბერალის“ პოლიტიკის განყოფილების რედაქტორს საია იცავდა, რომლის მიმართაც გამოძიება 2013 წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ბრალდებით დაიწყო.

აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რაც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

„პროკურატურის ინფორმაციით, მეგობრის მიერ ირაკლი აბსანძისთვის გამოგზავნილ ამანათში ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დასტურდებოდა, მიუხედავად ამისა, პროკურატურამ უარი არ თქვა ბრალდებაზე და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საია-ს ადვოკატის არგუმენტები გაიზიარა და აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა“, – აცხადებენ საია-ს წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა თურქეთი სირიაში ფარულ თამაშში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიარა ჩაიდინა სტამბულში გენკონსულობისას ზვიად კვაჭანტირაძემ და რას მალავს დღემდე?