ირაკლი აბესაძე : ვეღარ დავუშვებთ, რომ კორუფცია, ისეთივე ტემპებით გაგრძელდეს, როგორც იყო გასული 4 წლის განმავლობაში

ჩვენ ზუსტად იმიტომ შევედით საქართველოს პარლამენტში, ზუსტად იმიტომ ვართ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში, საკრებულოებში, რომ გამოვიყენოთ ის ტრიბუნები და შესაძლებლობები, რაც სახელმწიფო ორგანოს წევრობა განიჭებს ადამიანს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენებს ყველა მეთოდს, რათა “ამხილოს ივანიშვილის ხელისუფლების უკანონო ზრახვები“.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეღარ დავუშვებთ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში დამკვიდრებული კორუფცია, ისეთივე ტემპებით გაგრძელდეს, როგორც ეს იყო გასული 4 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა აბესაძემ.

აბესაძე, ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ვიდეომიმართვას და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი „ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად სახელმწიფო უწყებების გამოყენებაში“ პარლამენტის დეპუტატის, საკრებულოს დეპუტატის თანამდებობრივი სტატუსების შესაძლებლობის გამოყენებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია ნატოს სამიტზე მიწვეული არ ყოფილა- ელჩის პასუხი თინა ხიდაშელს
შემდეგი სტატიასაქართველოში თურქეთის კონსული: ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას