ირაკლი აბესაძე : თუ ქალბატონი მიმინოშვილი ჩვენს კოლეგებს ღილაკების გარჩევაში ავარჯიშებს, ეს შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს ქვეყნისთვის

თუ ქალბატონი მიმინოშვილი ჩვენს კოლეგებს ღილაკების გარჩევაში ავარჯიშებს, ეს შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს ქვეყნისთვის. ამ პროცესში მეტი სარგებელი წარმოუდგენელია, – ასე ეხმაურება პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირაკლი აბესაძე მაია მიმინოშვილის პარტია „ქართულ ოცნებაში“ დასაქმებას.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, აღნიშნული არის უსაგნო და უმიზნო შიდაპარტიული თამაში „ქართულ ოცნებაში“, რომელსაც კავშირი არ აქვს იმ პრობლემების მოგვარებასთან, რაც მოსახლეობას აწუხებს.

„თუ ქალბატონი მიმინოშვილი ჩვენს კოლეგებს ღილაკების გარჩევაში ავარჯიშებს, ეს შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს ქვეყნისთვის, მეტი სარგებელი წარმოუდგენელია. ეს არის აბსოლუტურად უსაგნო და უმიზნო შიდაპარტიული თამაში “ქართულ ოცნებაში” და ნამდვილად არაფერი აქვს საერთო იმ პრობლემების მოგვარებასთან, რაც მოსახლეობას აწუხებს. სასაცილოა ვსაუბრობდეთ, რომ ახლა მიმინოშვილი არჩევს კადრებს. ყველა კადრს ამ ქვეყანაში არჩევს ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობას პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაგრძობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარტიაში დასაქმებული მაია მიმინოშვილი მათი წევრების გადამზადება-ტრენინგის მიმართულებით მუშაობს
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს