ირაკლი აბესაძე : საზოგადოება კარგად ხედავს, ხელისუფლების მიზანს თავისუფალ მედიასთან მიმართებაში

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ირაკლი აბესაძე რუსთავი 2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს

,,მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ერთის მხრივ ხელისუფლებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ საქმე გვქონდა ორ კერძო პირს შორის სამართლებრივ დავასთან და მეორეს მხრივ, ვუყურებთ იმავე ხელისუფლების პანიკურ რეაქციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ამხილა მათი პოლიტიკური ზრახვები რუსთავი 2-ის მიმართ და აუკრძალა ხელისუფლებას ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე. სამწუხაროდ, ხელისუფლება აგრძელებს სირაქლემის პოზიციაში ყოფნას, კვლავ ცდილობენ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და უმტკიცონ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ზეგავლენას ვერ იქონიებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე, ვინაიდან ქართულ საზოგადოებაში ყველა ნათლად ხედავს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურად მართულ პროცესებთან და მიზანთან თავისუფალ მედიასთან მიმართებაში’’,- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

banner
წინა სტატიაშითენგიზ გუნავა: აბაშიძე-კარასინის ფორმატი არაფრისმომცემია
შემდეგი სტატია„იმედი მაქვს რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამართლო ადექვატურ დასკვნას გამოიტანს“ – ვიქტორ დოლიძე