ირაკლი აბესაძე : ,,საარჩევნო უბნებზე ბრძოლა მოიტანს შედეგს ,,ოცნებას” უმრავლესობა არ ექნება”

არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიცია კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე საუბრობს. ნაციონალური მოძრაობა იმედოვნებს, რომ ამომრჩეველთა აქტიურობისა და მათი არჩევანის შედეგად, მმართველი გუნდი ვერ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

ისინი საკუთარი წარმომადგენლებს ყველა იმ უბანზე წარადგენენ, სადაც კენჭისყრა გაიმართება. ოპოზიცია მეორე ტურის მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ვემზადებით იმისთვის, რომ დავაკვირდეთ საარჩევნო უბნებს იმ ძალიან მძიმე დარღვევების გათვალისწინებით, რომელიც წინა ტურში იქნა დაშვებული და გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. იმედი გვაქვს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე ბრძოლა მოიტანს იმ შედეგს, რომ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ეყოლება,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : მეორე ტური განაპირობა არა იმან, რომ არ გვქონდა მხარდაჭერა, არამედ იმან, რომ 50%-იანი ბარიერი შემოვიტანეთ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : “რთველი 2016” ძალიან წარმატებული იყო