ირაკლი აბესაძე : როცა საარჩევნო წელს ოპოზიციის ერთ-ერთ აქტიურ ლიდერს უდიპლომო, ყოფილი მთავარი პროკურორის ხელით აკავებენ, სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტია

როდესაც საარჩევნო წელს ოპოზიციის ერთ-ერთ აქტიურ ლიდერს იგივე საქმეზე უდიპლომო, ყოფილი მთავარი პროკურორის ხელით განმეორებით აკავებენ და რაც მთავარია, ზეპირი მოსმენის გარეშე ისე, რომ მისი დაცვის უფლება არ არის დაცული, რა თქმა უნდა, სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გიგი უგულავას დაკავების საქმეზე ისაუბრა.

აბესაძის თქმით, აბსოლუტურად ლოგიკურია, ის რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორები ევროკავშირი, ევროპის ქვეყნები და აშშ ამ ყველაფერს პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

„ასევე, აფასებენ სამართლიანი სასამართლოს არარსებობის პირობებში პოლიტიკურ ოპონენტზე ძალადობად და იმ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ხელისშემშლელ უმთავრეს ფაქტორად, რომელიც თავად „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა“, – განაცხადა აბესაძემ.

მისი თქმით, ძალიან ლოგიკურია ის უმწვავესი კრიტიკული გამოხმაურებები, რასაც საზოგადოება დასავლეთისგან ისმენს.

„რა თქმა უნდა, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, იგეგმება გარკვეული შეთავაზების გაკეთება პროპორციული და სამართლიანი არჩევნების მიღების მიზნით ქვეყანაში, თუმცა სამართლიანი არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. რასაც ოპოზიცია გააკეთებს ეს არის ერთიანად, უმწვავესი პროტესტის ფონზე არჩევნებამდე მისვლა და შემდგომ, არჩევნებში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გარდაუვალი დამარცხება, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გაგრძელება წარმოუდგენელია“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისი განმარტებით, თუ არ შეიცვალა ივანიშვილის ხელისუფლება ეს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიაზე აისახება, კერძოდ კი, უსწრაფეს ინტეგრაციაზე ნატო-სა თუ ევროკავშირში, ასევე ევროპასთან და აშშ-სთან პარტნიორობაზე.

banner
წინა სტატიაში15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში არ გამოცხადდა
შემდეგი სტატია“უგულავას საქმის შინაარსთან დაკავშირებით კითხვები არ ისმება, ერთადერთი კითხვა ისმება დროსთან დაკავშირებით” – ირაკლი კობახიძე