ირაკლი აბესაძე: რატომ არ არსებობს კამერების ჩანაწერები?

ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის კომენტარი გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე

,,ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების და ზოგადად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო ჩადენილი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს ან კამერები არ მუშაობდა. იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვლილია ახალგზარდა ადამიანი , არ უნდა ვსაუბრობდეთ გამოძიების ასე მარტივად შეწყვეტაზე, არამედ უნდა ტარდებოდეს სრულფასოვანი და დეტალური გამოძიება. მათ შორის რატომ არ არსებობს კამერების ჩანაწერები უნდა იკითხებოდეს მოწმეები , ასევე მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა დგინდებოდეს სიმართლე იყო თუ არა ჩადენილი დანაშაული’’ , – ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიამძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან ასეთი ნაბიჯებით ვერ გამოვალთ