ირაკლი აბესაძე : „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველზე ზეწოლისა და ძალადობისა საკითხები ღიად დატოვა, ეს ნამდვილად არ არის კარგი საარჩევნო კოდექსი

ამ არჩევნებისა და „საარჩევნო კოდექსის“ მთავარი გამოწვევა უნდა ყოფილიყო ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის, ამომრჩევლის დაშინებისა და მასზე ძალადობის მაქსიმალურად გამორიცხვა. ორივე საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით არასაკმარისად იქნა შენიშვნები გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „საარჩევნო კოდექსმა“ მნიშვნელოვანი შენიშვნა მიიღო, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებისგან.

„როდესაც ერთი მხარე არის უგუნური, არაპრაგმატული „ქართული ოცნება“, რომელიც მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობის გამო ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებს ხელი პარლამენტში გადაუგრიხოს, ვერანაირ ფართო კონსენსუსზე საუბარი სამწუხარაოდ ნამდვილად ვერ იქნება. დიალოგსა და ჩვენს კონკრეტულ შეთავაზებებზე, რომ ამომრჩევლებზე ძალადობისა და მის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობები გამოგვერიცხა ხელისუფლებამ უარი გვითხრა. საბოლოოდ, „საარჩევნო კოდექსმაც“ მნიშვნელოვანი შენიშვნა ამიტომ მიიღო, მათ შორის ამერიკის და ევროკავშირის ელჩებისგან.

ამ არჩევნებისა და ამ საარჩევნო კოდექსის მთავარი გამოწვევა უნდა ყოფილიყო ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის, ამომრჩევლის დაშინებისა და მასზე ძალადობის მაქსიმალურად გამორიცხვა. ორივე საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით არასაკმარისად იქნა შენიშვნები გათვალისწინებული.

თუ ჩვენ შევაფასებთ, საერთოდ არ იქნა მოცემული ისეთი ნორმები, რომელიც გამორიცხავს იმ მავნე პრაქტიკას, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნების განმავლობაში მუდმივად ვაკვირდებიდით. პარტიული კოორდინატორები, ძველი ბიჭები, კაბინაში ფოტოს გადაღების მოთხოვნა. პირდაპირი მცდელობა ამომრჩევლის ნების გაკონტროლების და საარჩევნო უბნის გარეთ მასზე ზეწოლის და ძალადობის – ჩვენ გვქონდა შეთავაზებები თუ როგორ შეიძლებოდა ამ საკითხის დარეგულირება. მათ უბრალოდ დიალოგიც არ ისურვეს და სწორედ ამიტომ მონაწილეობა არ მივიღეთ ამ პროცესში და არანაირ კონსენსუსზე საუბარი ამიტომაც არ შედგა“, – განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობამ თვლა არ იცის, როდესაც ამბობს, რომ ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან 25 შესრულდა.

„უმრავლესობამ არ იცის არა მხოლოდ შინაარსობრივი მსჯელობა იმ საკითხებზე და იმ შემოთავაზებებზე რომელიც ეუთოს ჰქონდა და რომლის გაუთვალისწინებლობაზეც წუხს ახლა ამერიკის საელჩო და ევროკავშირის ელჩი, არამედ მათ თვლაც არ იციან იმ რეკომენდაციების, რომელიც წარმოადგინა ოდირმა. თავი დავანებოთ ციფრებს. ამომრჩეველზე ზეწოლა და ძალადობა – ეს არის შინაარსობრივად მთავარი საკითხები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ღიად დატოვა“, – განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, ახალი საარჩევნო კოდექსი ნამდვილად არ არის კარგი საარჩევნო კოდექსი.

„ვერ ვიტყვით, რომ ახალი ჯობია ძველს. საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, ივანიშვილი იძულებული გახდა ეს ცვლილებები მიეღო. რა თქმა უნდა, როდესაც ეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში აისახა არც გასაკვირი და არც კარგი არაფერი არ არის, ეს მათი ვალდებულება იყო. რაც შეეხება იმ საარჩევნო საკითხებს, რომელიც უნდა დარეგულირებულიყო სწორედ საარჩევო კოდექსით და არ გამომდინარეობდა კონსტიტუციიდან, ამ მიმართულებით მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხები რეაგირების გარეშე დარჩა. ასე, რომ, ეს ნამდვილად არ არის კარგი საარჩევნო კოდექსი“, – განაცხადა აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ოპოზიციური პარტიების კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება მილიონამდე მოქალაქის, ჩვენი ამომრჩევლების შეურაცხყოფაა, შესაძლოა, ამ საკითხზე სასამართლოს მივმართოთ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე – უახლოეს დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ, ეს არის მათი ვალდებულება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება