ირაკლი აბესაძე: ნარმანია კვლავ ცდილობს, ის დანაშაულებრივი მოქმედება, რომელიც ჩაიდინა, კაბინეტში დამალვით დაფაროს

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

გავრცელებული ინფორმაცით, დედაქალაქის მთავრობის სხდომა სწორედ ამ წუთებში დაიწყო. მერიასთან იმყოფებიან საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.

ისინი აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერი ემალება საზოგადოებას, ემალება ოპოზიციასაც, რადგან მას არ აქვს იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც ბოლო პერიოდში დაგროვდა.

„დღეს იმართება თბილისის მთავრობს სხდომა, სადაც არც ჟურნალისტებს და არც არავის დასწრების შესაძლებლობა არ ეძლევა. დღესვე საკრებულოში 7 საათზე უნდა გამართულიყო გენერალურ გეგმაზე მომუშავე 6 თვიანი ანგარიშის მოსმენა, რომელსაც დავით ნარმანია უნდა დასწრებოდა და მან ეს სხდომა გადადო. ნარმანია კვლავ ცდილობს თბილისელებს დაემალოს, ნარმანია კვლავ ცდილობს, ის დანაშაულებრივი მოქმედება, რომელიც ჩაიდინა, კაბინეტში დამალვით დაფაროს,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, უკვე ერთი საათია თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებებზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მერიასთან. იქ იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ საქართველო ზაფხულში ვიზალიბერალიზაციას მიიღებს