ირაკლი აბესაძე: ხელისუფლება დამნაშავეების დასასჯელად არაფერს აკეთებს

 

„მძიმე დანაშაულებების გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება თითქოს რაიმეს ებრძვის და ამიტომ საუბრობს საკანონმდებლო ცვლილებებზე“-აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე.

 

,,სისხლის სამართლის კოდექსში დაანონსებული ცვლილება, რომელიც თითქოს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლას დანაშაულად აცხადებს, მორიგი ფარსია. ეს ქმედება დღესაც დასჯადია. პრობლემა ისაა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება სისხლის სამართლის კოდექსს არა დანიშნულებისამებრ, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში უამრავი შემთხვევა გვახსოვს როცა ხელისუფლება მართლმსაჯულების განხორციელებას და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს უშლიდა ან დღესაც უშლის. ამის მიუხედავად ჩვენ არ გვინახავს არცერთი დასჯილი მაღალჩინოსანი.
ამის კარგი მაგალითი თუნდაც მუხთარლის საქმე, სადაც გამოძიება ჩიხშია შესული და ხელისუფლება დამნაშავეების დასასჯელად არაფერს აკეთებს. მსგავსია ბირჟა მაფიის შემთხვევაც. სიმღერისთვის დასაჯეს მუსიკალური ჯგუფი და ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია. გვახსენდება ციხეში წამებით მოკლული კორტავას საქმეც. ყველა ამ შემთხვევაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხელს უშლიდნენ და უშლიან გამოძიებას.
ამ საქმეების გამოძიებას არ სჭირდება ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში. სიმართლის დადგენას სჭირდება ნება და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენება. ამას ქართული ოცნება კი არ აკეთებს’’-განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა 16 თებერვლამდე გადაიდო
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პასუხი უმრავლესობას