25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ირაკლი აბესაძე: ივანიშვილის კუთვნილი ბიზნესები ეკა ხვედელიძის სახელზე გადაფორმდა

თანაინვესტირების ფონდის კუთვნილი ბიზნესები ივანიშვილმა საქართველოში საკუთარი მეუღლის, ეკა ხვედელიძის სახელზე გადმოარეგისტრირა | წერს კორუფციის მკვლევარი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში:
“ივანიშვილის გაქცევა ოფშორებიდან ფაქტობრივად სრულდება.
თანაინვესტირების ფონდის კუთვნილი ბიზნესები ივანიშვილმა საქართველოში გადმოარეგისტრირა საკუთარი მეუღლის ეკა ხვედელიძის სახელზე:
▪️ შპს მტკვარი ჰოლდინგი
▪️ შპს აქსის თაუერს
▪️ შპს გალერია ჰოლდინგი
▪️ შპს გრინჰაუზ ჰოლდინგი
▪️ შპს აგრო ჰოლდინგი
▪️ შპს რიზორთ ჰოლდინგი
▪️ შპს ემვი ჰოლდინგი
✔️ ამ კომპანიების საბოლოო დედა კომპანია კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული GCF LP იყო. კაიმანის კუნძულები ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშაა და გასაგებია, რისი შიშიც აქვს ივანიშვილს.
✔️ ამ ტრანზაქციების დროსაც დიდი ალბათობით ივანიშვილის ოჯახი ისარგებლებდა ფაქტობრივად მხოლოდ მათთვის საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ქონების გადმოტანა გადასახადებისგან საქართველოში თავისუფლდება” – წერს აბესაძე

banner
წინა სტატიაშიუმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
შემდეგი სტატიაგეგე დადიანი: რეალური “ანგელოზიც” არსებობს — მეტს ნუ გამომტყუებთ